ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტთან, სადაც „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ აქტივისტები აქციას მართავენ, გასროლის ხმა იყო. როგორც ჟურნალისტებს აქტივისტმა ბესიკ გაზდელიანმა განუცხადა, სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ, აქტივისტების დასაშინებლად გაისმა.
შემთხვევის ადგილზე, ასფალტზე ყრია გასროლილი მასრები. პოლიციამ ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა.







