დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანას ჯანდაცვის კუთხით კოლაფსი არ აქვს.
„ვერ გეტყვით, რომ ქყვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსია, მიუხედავად რთული სიტუაციისა, მიუხედავად შემთხვევათა ზრდისა, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არაა, საქართველოს აქვს 17 ათასი საწოლი და ჰყავს 21-22 ექიმი, შესაბამისად 18 ათასი ექთანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.







