პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა. უწყებაში ამბობენ, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. გამოძიება თავისუფლების უკანონო არკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.
“მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ”, — აცხადებენ უწყებაში.







