ჯორჯიის შტატში მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, MK-4482 / EIDD-2801, ანუ მოლნუპირავირი 24 საათში ბლოკავს კორონავირუსის გადაცემას.
მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი რიჩარდ პლემპერი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად აღმოაჩინა, რომ პრეპარატი ეფექტურია გრიპის ვირუსების წინააღმდეგ.








