დღეს, 23 მარტს ისრაელში, ორ წელიწადზე ნაკლებ დროში, მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ქვეყანაში განხეთქილება იმდენად მასშტაბურია, რომ 2019 წლის აპრილიდან, პარტიებმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს.
დაუსრულებელი არჩევნები ქვეყნისთვის მილიონობით დოლარი დაჯდა, პარლამენტის მუშაობა ფაქტობრივად პარალიზებულია. როგორც ექსპერტები ამბობენ, მოჯადოებული წრიდან გამოსვლის პერსპექტივები, ამ არჩევნებშიც მცირეა.
პრაიმვიდეო, ბრიტანული ბიბისისა და ისრაელის სხვადასხვა მასალებზე დაყრნობით მოგიყვებათ ისრაელის პოლიტიკურ არენაზე და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო განწყობებზე.








