თბილისში ლაგუნა ვერასთან მომხდარი მკვლელობა გახსნილია, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 5 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კოსტავას ქუჩის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ორგანიზაციაში სიტყვიერი კამათი დაიწყო დაახლოებით 20-მდე პირს შორის.
მოგვიანებით, კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა.