უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 64-ე გრემის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე ვიდეო გაგზავნა.
„ჩვენი მუსიკოსები სმოკინგის ნაცვლად ახლა ჯავშანს ატარებენ. ისინი მღერიან დაჭრილებისთვის… საავადმყოფოებში”, – თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ომის შედეგად დაშავდა 400-ზე მეტი ბავშვი და დაიღუპა 153 ბავშვი.
„ჩვენი შვილები ხატავენ მფრინავ რაკეტებს და არა ვარსკვლავებს“.







