გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე 3 დაკავებულის მიმართ განაჩენი მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.
არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ორი ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.
გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო მოკლული ფეხბურთელის დედა.
2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.








