„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიუხედავად თბილისის მერიის მხარდაჭერისა, მუშტაიდის პარკში ამომრჩევლებთან შეხვედრა, ასევე საქართველო-ბელარუსის მატჩის დიდ ეკრანზე გაშვება გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ მოხერხდა.
მისი თქმით, ლოკაცია შეიცვალა და მსურველებს ფეხბურთის ყურება „დინამოს“ შესასვლელთან შეეძლებათ.








