საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნები არ გადაიდება.
„არჩევნები არ გადაიდება, რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი: საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში შესვლა ბევრად უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








