ვაქცინას სუპერგმირებიც იკეთებენ. X-Men-ისა და Lord of the Rings-ის ფილმების მსახიობი იან მაკკელენი ერთ-ერთი პირველი ცნობილი სახეა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. 81 წლის მსახიობი ლონდონში, დედოფალი მერის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკაში აცრეს.
“ადამიანებმა ამდენი წელი იმიტომ ვიცოცხლეთ, რომ წარსულში სხვადასხვა ვაქცინა ჩავიტარეთ”, — ამბობს ვეტერანი მსახიობი.







