“ბინების ოსტატები” – ასე უწოდებს იტალიური მედია ქართულ დაჯგუფებას, რომელმაც 50 ბინა გაქურდა.
ქართველების დასაკავებლად იტალიის პოლიციამ რეიდი, ერთდროულად, ქვეყნის სამ ქალაქში ჩაატარა. რომში, მილანსა და ტურინში საპოლიციო ღონისძიებების შედეგად საქართველოს ექვსი მოქალაქე აიყვანეს.







