უკრაინის პრეზიდენტი ადგილობრივი და უცხოური პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ტელეკამერების თანდასწრებით კოვიდ-ვაქცინა გაიკეთა.
ამაში უცნაური არაფერია, თუმცა პრესას უჩვეულოდ მოეჩვენა, რომ მსოფლიო ლიდერებისგან განსხვავებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაქცინაციისთვის ზედა-სამოსი მთლიანად გაიხადა და მკლავზე ნემსი ისე გაიკეთა.







