საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სპორტის სასახლის გადაკეთება კოვიდ მიმღებ ცენტრად ამ ეტაპზე არ იგეგმება.
„არ განიხილება ეს ინფორმაცია თუმცა ამის მსურველი ძალიან ბევრია. მაგრამ პაციენტების კომფორტიდან გამომდინარე, რადგან ჩვენ ვიცით ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებული მიდგომა კომფორტთან მიმართებაში, ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.







