საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას გაუძღვეს.







