თბილისში ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი 22 წლის ნიკო კვარაცხელია კლინიკაში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
ახალგაზრდას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის, ზურგისა და ბარძაყის არეში.
დაპირისპირება თბილისში გუშინ მოხდა, თუმცა, დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ცნობილია, რომ ნიკო კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის, წარმოშობით წალენჯიხელი გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა, ასევე ცნობილია, რომ ის მეცნიერული საქმიანობით იყო დაკავებული და ე.წ. შავ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია.







