საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა საქართველოში 1989 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელმაც პარიზის ცენტრში მდებარე შენობაზე ნაცისტური სიმბოლოები დახატა.
ფრანგული მედიის ცნობით, მამაკაცმა როვოლის ქუჩაზე მდებარე შენობის სვეტებზე 20-მდე ნაცისტური სვასტიკა გამოსახა.
ფაქტს პარიზის მერია და პირადად საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯერალდ დარმანინი გამოეხმაურნენ.









