ქართველი „კანონიერი ქურდის“, კახა ფარფალიას გარდაცვალებამ რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების პროტესტი გამოიწვია.
ვრცელდება ერთ-ერთი საკნიდან გადაღებული ვიდეო, სადაც პატიმარი ფანჯრიდან სხვა პატიმრებს მიმართავს და ატყობინებს, რომ „უფროსი ძმა, კახა ფარფალია მოკლეს“.
პატიმრის შეძახილს მოსდევს სხვა პატიმრების სკანდირება – „ქურდებს სიცოცხლე!“







