ჩინეთში, გუანდონგის პროვინციაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა საბავშვო ბაღთან 5 ბავშვი დაჭრა
შემთხვევა ადგილობრივი დროით, დილის 7 საათზე მოხდა.
მედიის ცნობით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება თავდამსხმელს, ის პოლიციამ უკვე დააკავა.