ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რატიანი თავის განცხადებაში მას არ გულისხმობდა.
ტიკარაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
“თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ეს შესაძლოა, საკმაოდ თავდაჯერებული განცხადება იყოს, მაგრამ მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია. ვერ ვიტყვი, რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.







