ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის, ხალხის ინტერესების და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად. პარტიებს თუ სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საუბარი შედგა საკითხებზე, რომელიც არის განხილვის საგანი ოპოზიციური პარტიების მხრიდან.







