უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იწყება.
პროექტის პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართა, რომელმაც საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდა როგორც ხიდის მშენებლობის ასევე, მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტრუქტურული განვითარების თაობაზე.
კახა კალაძის თქმით, ხიდის მშენებლობა ორი წელი გაგრძელდება და 2023 წლისთვის დასრულდება.







