უკრაინულ იუთუბ არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ანადგურებენ სკაუტები რუსი ოკუპანტების პოზიციებს დონეცკში. არსებული ინფორმაციით მოკლულია რამდენიმე დაქირავებული მებრძოლი.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, კადრებში ჩანს უკრაინის შეიარაღებული ძალების საპასუხო ცეცხლი.
„სადღაც დონეცკის მიდამოებში იყო ისე რა საყრდენი პუნქტი, სადაც მსახურობდნენ “მამაცი” მებრძოლები “აღმოსავლეთიდან”, რომელთა დანაყოფი საშა ხოდოკმა დააარსა. მაინცდამაინც მშვიდობიანად არ მსახურობდნენ და დროდადრო ჩვენს პოზიციებს ბომბავდნენ, თანაც სხვადასხვა იარაღიდან და უამრავ პრობლემას გვიქმნიდნენ“ – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.







