კიევის გარეუბანში მდებარე აგარაკზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი „კანონიერი ქურდი“ რევაზ ქათამაძე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტი ავრცელებს.
46 წლის ქათამაძეს კრმინალურ წრეებში „მაღალოს“ მეტსახელით იცნობენ. ის წარმოშობით ზესტაფონელი გახლავთ და „კანონიერ ქურდად“ 2000 წელს, 21 წლის ასაკში „მონათლეს“.
„რევაზ ქათამაძე უკრაინაში მოქალაქეობას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვა, შეეცადა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნას და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას“ – იტყობინება უკრაინის პოლიცი







