რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასაჯაროებს რუსი „სამშვიდობოების“ მთიანი ყარაბაღში განლაგების რუკებს.
რუსი სამხედროების ნაწილი უკვე ჩავიდა მთიან ყარაბაღში. ისინი შექმნიან 16 სადამკვირვებლო პუნტქს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ.
რუსეთის არმიის გენერალური შტაბის წარმომადგენელი სერგეი რუდსკოი აცხადებს, რომ „სამშვიდობოები“ აღჭურვილნი არიან ჯავშანტრანსპორტიორებით და ჯავშანტექნიკით.







