ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის განცხადებით „ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების რაოდენობის შემცირება ძნელია. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ლოკდაუნს“ თუ არ გამოვიყენებთ, ისე ახალი შემთხვევების ზრდის მართვა ძნელია. მართალია, ინტენსიური ღონისძიებები და წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ მაინც ძნელია „ლოკდაუნის“ გარეშე ინფიცირების ამ დიდი რაოდენობის მოკლე დროში შემცირება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.







