ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის იმპერატორის თასის ტურნირზე მე-8 გამარჯვება მოიპოვა.
მისი მეტოქე ბრაზილიელი გოლიათი კაისეი იყო. ორივე მათგანმა დასაწყისშივე დაიწყო ღონის დემონსტრირება. თუმცა, ქართველი სპორტსმენი ბრაზილიელზე ღონიერი აღმოჩნდა და მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.







