“ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს”, – ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, მერიაში გამართულ ბრიფინგზე, ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ პროცესებზე საუბრისას გააკეთა.
“პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, ფერდს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ. ასევე მომავალი კვირის ბოლოს დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები, რომელიც ოპერატიულად მოგვაწოდებს უახლეს ინფორმაციას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ მეწყერული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები. რაც შეეხება, მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. მაგრამ თუ ეს საფრთხე იარსებებს დაუყოვნებლივ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული”, – თქვა ბენდელიანმა.







