მიმდინარე წლის 10 თებერვალს, დაღესტანში, ბაბაიურტის რაიონის პოლიციის დერაპრტამენტში შევიდა შეტყობინება, ორი ახალშობილის გატაცების შესახებ.
მამაკაცის, განცხადებით 3 თებერვალს მისმა მეუღლემ სტავროპოლის პერინატალურ ცენტრში, ტყუპები გააჩინა. მისი მეუღლის თქმით, ცენტრის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის შედეგადაც ისინი გარდაიცვალნენ.
ზეწრებში გახვეული ცხედრების მიღების შემდეგ, ისინი სასაფლაოსკენ გაემართნენ. დაკრძალვის რიტუალის ჩატარებისას, მოლამ რელიგიური წესისამებრ გარდაცვლილებისთვის სახის გამოჩენა მოითხოვა. ზეწრებში ახალშიბილების ცხედრების ნაცვლად კი, ქვიშით გაბერილი თოჯინები აღმოაჩინეს.
როგორც დაღესტნის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ შემოწმების დროს დაადგინა, რომ ქალი არ იყო ორსულად, შესაბამისად მას არ მიუმართავს არც ერთი პერინატალური ცენტრისთვის.








