⭕Live: იუსტიციის მინისტრი 8 წლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს
⭕Live: იუსტიციის მინისტრი 8 წლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს
Posted by PRIME • ვიდეო on სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2020
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს და საარჩევნო პროცესში ერთვება. ამის შესახებ მინისტრმა საქმიანობის რვაწლიან ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ანგარიშის წარდგენისას.
თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია. ამდენად, საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, თეა წულუკიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პირველი ოქტომბრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.







