ახალ ვიდეოში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა, ჩანს წელს ზემოთ შიშველი ჯარისკაცები, რომლებიც აკრობატულ ილეთებს ასრულებენ და ფიზიკური ძალის დემონტსრირება ახდენენ: თავით და შიშველი სხეულით ამტრვრევენ ბეტონის ფილებს. სამხედრო ძალის დემონსტრაცია ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გამოფენაზე, ფხენიანში გაიმართა.
გამოფენას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა, რომელიც მქუხარე ტაშს უკრავდა.







