„ახლაც მეტირება, როგორ უნდა მითხრას ვინმემ, შეურიგდი და აპატიეო… მე არ ვაპატიებ, ჩემი შვილი აღარ მყავს ცოცხალი.“ – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, შვილი, მესამე პრეზიდენტმა მოუკლა რისი პატიებაც არ შეუძლია.
„ახლაც მეტირება, როგორ უნდა მითხრას ვინმემ, შეურიგდი და აპატიეო… მე არ ვაპატიებ, ჩემი შვილი აღარ მყავს ცოცხალი. ვინც ტაშს უკრავს და ეფერება, მათ რომ შვილი მოუკლას, ის ტაშს დაუკრავს და მიეფერება სააკაშვილს?! შვილი მომიკლა სააკაშვილმა.“ – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.







