ბათუმის მერიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების ადიდება გამოიწვია, რის გამოც, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიები, ქუჩები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. მათი თქმით, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ფერია.
გარდა ამისა, ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა და არსებული ინფორმაციით, სახლი წაიღო, რომელშიც ხალხი იყო. სავარაუდოდ, სახლში 5 ადამიანი იყო, მათ შორის არასრულწლოვანი.







