სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამხედროებმა ალმათი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, სამხედროები დაუბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებს.
ტაჯიკმა და სომეხმა სამეხდრო ძალებმა ყაზახეთი რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით დატოვეს, ხოლო ყირგიზი ჯარისკაცები სამშობლოში სახმელეთო საზღვრის გავლით დაბრუნდნენ.