შსს-ს ჰქონდა კონკრეტული დავალება, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო და მან ეს დავალება პირნათლად შეასრულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და ეს შეასრულეს. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.







