ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, იაპონიის ბაზარზე, სულ უფრო იმკვიდრებს ადგილს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეროვნული კერძები. იაპონელები მიიჩნევენ, რომ პირველი ასეთი აღმოჩენა, ქართული ტრადიციული კერძი – შქმერული იყო.
დაახლოებით ერთი წლის წინ, 2019 წელს, შქმერული, იაპონიის “მაცუიას” რესტორნების ქსელში გამოჩნდა. როგორც იაპონელები ამბობენ, ამ კერძის განსაკუთრებულობა ის არის, რომ ქათამი მზადდება კარაქსა და ნაღებში ან რძეში, ერთ-ერთი მთავარი თავისებურება, კი ნივრის უხვად გამოყენებაა. არსებობს მოსაზრებაც, რომ ნივრის გამოსაყენებლად მსოფლიოში საუკეთესო რეცეპტია.







