გორის საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა.
ტრაილერის მძღოლი მიკროავტობუსს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში აქციიდან დაბრუნებული ადამიანები ისხდნენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 5 ადამიანი.
მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიდიოდა.







