PrimeVideo
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ანალიტიკა
18:40 20/04/2026
PrimeVideo
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • ანალიტიკა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
PrimeVideo

შემზარავი დანაშაული – მოზარდი ყვება, რომ თანასოფლელი მას 12 წლის ასაკიდან აუპატიურებდა

10:01 2021/12/08
0

რუსთავი 2

არასრულწლოვანზე 3 წლის განმავლობაში მისი თანასოფლელი, 40 წლამდე მამაკაცი ძალადობდა. 15 წლის ბიჭის მძიმე ისტორია დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა სკოლის მასწავლებელი.

“კურიერის” მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში, მსხვერპლი შემზარავ ფაქტებს ყვება – ჩვენებით ირკვევა, რომ სიკვდილით მუქარის, ცემისა და მრავალგზის გაუპატიურების შემდეგ, მოძალადემ მსხვერპლს ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაცია, სოფელში თავადვე გაუვრცელა. ამბავი სკოლაში, სკოლიდან კი საგამოძიებო ორგანოში მივიდა.

“კურიერთან” მოზარდის დედა ირწმუნება, რომ შემზარავი ფაქტების შესახებ პირველად სკოლის პედაგოგისგან შეიტყო და სამი წლის განმავლობაში არაფერი შეუმჩნევია. “კურიერის” მიერ მოპოვებული საქმის მასალების მიხედვით კი, ბავშვზე ძალადობის შესახებ ცნობილი იყო მამისთვის, რომელიც ინფორმაციას მალავდა.

მოზარდის დედა არ ადასტურებს, თუმცა ის, რომ მამისთვის შემზარავი ფაქტის შესახებ სავარაუდოდ ცნობილი იყო, სკოლის პედაგოგების მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებიც მოწმობს.

შემზარავ დანაშაულზე სკოლის პედაგოგმა იმ გაკვეთილზე შეიტყო, სადაც ის ბავშვებს ჩაგვრაზე, დაშინებასა და ძალადობაზე მოუთხრობდა. რეაგირება მყისიერი იყო. ახლა პედაგოგებიც და თანაკლასელებიც ძალადობის მსხვერპლ მოზარდს, რეაბილიტაციაში ეხმარებიან.

პედოფილიაში მხილებული მამაკაცის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

შემზარავი დანაშაულის საქმის განხილვა სასამართლოში დახურულ რეჟიმში გრძელდება. არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს უახლოეს სხდომაზე იგეგმება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ელოდება.

თეგები ძალადობის მსხვერპლი
გაზიარება38
კომენტარი

დაკავშირებული ვიდეოები

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა
მთავარი ამბავი

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

13/06/2022
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
მთავარი ამბავი

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26/05/2022
„ტექნიკური უნივერსიტეტის“ თანამშრომელი ხელფასების მითვისების ფაქტზე დააკავეს – მითვისებულია 1 მილიონ 288 ათასი ლარი
მთავარი ამბავი

„ტექნიკური უნივერსიტეტის“ თანამშრომელი ხელფასების მითვისების ფაქტზე დააკავეს – მითვისებულია 1 მილიონ 288 ათასი ლარი

25/05/2022
4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება – ნახეთ დეტალურად
საზოგადოება

4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება – ნახეთ დეტალურად

25/05/2022
ავტობუსის მძღოლი თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალებს იხსენებს
მთავარი ამბავი

ავტობუსის მძღოლი თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალებს იხსენებს

24/05/2022
„ქვეყანა, რომ გვიყვარდეს ეს ასე არ იქნებოდა“ – კადრები თბილისის ზღვიდან, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
საზოგადოება

„ქვეყანა, რომ გვიყვარდეს ეს ასე არ იქნებოდა“ – კადრები თბილისის ზღვიდან, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

23/05/2022
შემდეგი
სააკაშვილი პატრიარქის სულიერი შვილია – მეუფე ნიკოლოზი

სააკაშვილი პატრიარქის სულიერი შვილია - მეუფე ნიკოლოზი

კომენტარები სტატიის შესახებ

რეკომენდებული

No Content Available

  • მთავარი
  • ჩვენს შესახები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+

დაკავშირებული ვებ გვერდები

PRIMETIME.GE

PTN.GE

Powered By My Software © 2020 PRIMEVIDEO.GE - All rights reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველა შედეგის ნახვა
  • ყველა სიახლე
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ანალიტიკა
  • სპორტი
  • ტექნოლოგიები
  • პოპულარული
  • კინო

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In