ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მას შემდეგ, რაც პაციენტის გადაყვანა მოხდა გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება აღარ დგას. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ გლდანის სამედიცინო დაწესებულებას არ შეუძლია ექსპერტის მოწვევა ან/და კონსილიუმის შექმნა. თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას – განაცხადა გაბუნიამ







