ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთში განუცხადა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.
ამასთან, შარლ მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირები გავამყაროთ, ასევე დაინერგოს საჭირო რეფორმები, რომლებიც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის.







