საქართველოში, თბილისის აეროპორტში მესაზღვრე სიტყვიერ შეურაცხყოფას მგზავრს აყენებს. ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. კადრებში უცენზურო სიტყვები ისმის – მესაზღვრე ვიზიტორს ასე მიმართავს.
ამ ინციდენტის შესახებ Ethno rally – ეთნო რალი-ს დამფუძნებელი ალექსანდრე პაიკიძე წერს, რომ მესაზღვრემ ქალბატონს არა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არამედ ამავე ქალის თმით, ფიზიკური ძალადობის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი.







