მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პირველი დეკემბრიდან ისინი სხვადასხვა ობიექტზე მხოლოდ მწვანე პასპორტებით შევლენ, თუმცა ეს გავრცელდება დაწესებულებების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე პერსონალზე.
პრემიერის თქმით, ეს დაწესებულებებია:
კვების ობიექტები;
გასართობი ცენტრები;
კინოთეატრი, ოპერა, მუზეუმები;
საკონცერტო დარბაზები;
სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები.








