საუდის არაბეთი ახალ ამბიციურ პროექტს აანონსებს – აშენდება 170 კმ სიგრძის მომავლის ქალაქი, რომელშიც არ იქნება არც მანქანები და არც გზები. მშენებლობის დაწყება 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.
ქალაქი წითელი ზღვის სანაპიროდან დაიწყება და საუდის არაბეთის სიღრმეში შევა. მისი სიგრძე 170 კილომეტრი იქნება. ქალაქს სამი დონე ექნება. ორი მიწისქვეშა სუპერ ჩქაროსნული საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სატვირთო მანქანებისთვის, ხოლო ზედა, მესამე დონე სრულად ფეხით გადაადგილებისთვის დაიგეგმება.
ქალაქში მაცხოვრებლებისთვის ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურა ხუთი წუთის სავალზე განთავსდება. ახალ დასახლებაში იქნება ყველა საჭირო მომსახურება – სკოლები, სამედიცინო კლინიკები, დასასვენებელი ადგილები, უამრავი მწვანე ზონა.
ხელისუფლება ინოვაციური ქალაქის გაკონტროლებას ხელოვნური ინტელექტით გეგმავს.







