საქართველოში შესაძლოა Covid 19-ის ჩინური წარმოების ვაქცინა შემოიტანონ. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
“ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია”, – განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.







