ისტორიულად თბილისი სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიული შუაგულია, ამასთან, მას შემდეგ რაც რეგიონი რუსეთის იმპერიამ მიიერთა, თბილისი მის ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა.
თბილისი დედაქალაქი იყო, 1918 წლის 22 აპრილიდან 26 მაისამდე არსებული ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისა, რომელშიც საქართველო სომხეთი და აზერბაიჯანი შედიოდნენ.
ამიერკავკასიის რესპუბლიკა ძალიან მალე დაიყო სამ სახელმწიფოდ, რასაც რიგი ობიექტური მიზეზები ახლდა, მათ შორის თანპირველი მსოფლიო ომით გამოწვეულმა პროცესები და საგარეო პოლიტიტიკური ვექტორის სხვადასხვაობა.