სახელმწიფოებს შორის, სხავდასხვა გავლენის მოსაპოვებლად, დაპირისპირების არეალი მთვარემდე ფართოვდება. სამშაბათს ჩინეთმა და რუსეთმა, დედამიწის თანამგზავრის ზედაპირსა და ორბიტაზე, ერთობლივი სადგურის აშენების სურვილის შესახებ განაცხადეს.
პეკინისთვის მსგავსი გეგმები სიახლეს არ წარმოადგენს. მას, 2030 წლისთვის მთვარეზე სამეცნიერო ბაზის შექმნის გეგმა უკვე გაცხადებული ჰქონდა. თუმცა, ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რუსეთთან გაერთიანებას თავისი მიზნები აქვს. ეს პირველ რიგში შეერთებული შტატებისთვის, რომელიც კოსმოსურს რბოლაში ათწლეულობის განმავლობაში ლიდერობს, კონკურენციის გაწევის შანსი და მცდელობაა, რაც არც თუ ისე იოლია.