სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი 2006 წელს, როდესაც შემოხაზა “სამხრეთ ოსეთის” საზღვრები და ეს საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. ეს უტყუარი დანაშაულია რასაც დამატებითი გამოძიებაც არ სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობა მხოლოდ ვარაუდია, თუმცა არსებობს სხვა ფაქტები, სადაც მათი „დანაშაულებრივი ქმედებები უტყუარად მტკიცდება“.








