რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც “ინფო რუსთავს” “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა განუცხადა, მას გზაზე ავტომობილი მოუცურდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ჯერ ნაგვის ურნას შეეჯახა, შემდეგ კი გასართობი ცენტრის შენობაში შევარდა.








