რუსთავში „აჭარა ფეის“ ფილიალიდან 35 500 ლარი გაიტაცეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში ყაჩაღურად თავს დაესხნენ კომპანია „აჭარა ფეის“ ფილიალს, ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით ამავე კომპანიის კუთვნილი – 35 500 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა შ.თ. და ნ.თ. მალევე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, გატაცებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ხმოვანი პისტოლეტი.







