პარასკევს, 19 მარტს, ბულგარეთის სამართალდაცავებმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და ჯაშუშების ქსელი გამოავლინეს. იმავე დღეს, ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ, ბულგარეთის 6 მოქალაქის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის, „გრუ“-ს სასარგებლოდ ჯაშუშობაში. სპეცოპერაცია ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით ჩაატარა.
ამასთან, ირკვევა, რომ დაკავებულებს შორისაა ბულგარეთის სპეცსამსახურების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებიც.







